Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ წაყენებული არც ერთი ბრალდება არ დააკმაყოფილა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიგი უგულავა დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. სასამართლოდან გამოსულმა უგულავამ მოსამართლის გადაწყვეტილებას ლოგიკური უწოდა და პროკურატურას ფიასკო უწინასწარმეტყველა. "მე ვარ სიმართლის დადგენაში დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ ეს პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დამთავრდება და დამთავრდება იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიწვავს ხელებს ის ადამიანი თავის დანთებულ ცეცხლზე, ვინაიდან მათ გადაწყვიტეს ამ გზის არჩევა", - აღნიშნა უგულავამ. თბილისის მერი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ამ საქმეებთან დაკავშირებით წინა სასამართლო სხდომა 10 აპრილს დაინიშნა. პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა.
XS
SM
MD
LG