Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სარდლობა ავღანეთის ხელისუფლების ბრალდებას უარყოფს


ავღანეთში ნატოს ძალების წარმომადგენლის გენერალ გიუნტერ კაცის თანახმად, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ავღანეთის მხარის ბრალდება, თითქოს აშშ-ის სპეცდანიშნულების ნაწილმა ვარდაკის პროვინციაში დანაშაული ჩაიდინა. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ყველანაირ ბრალდებას არამართლზომიერი ქმედებების შესახებ და ბევრ დროს ვახმართ, ამ ბრალდების ირგვლივ არსებული ყველა ფაქტის გამოძიებას. რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვანაირი ბრალდება გამოითქვა იმაზე, თუ როგორ არაპროფესიულად მოქმედებდნენ სპეციალური ძალის წარმომადგენლები ვარდაქის მოედანზე. მაგრამ აქამდე ჩვენ ვერ მოვიძიეთ მტკიცებულებები, რომლებიც ამ ბრალდებას დაადასტურებდნენ,“- განაცხადა გენერალმა კაცმა. კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, გაიყვანონ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმები ამ ქვეყნის ცენტრალური, ვარდაქის და ლოგარის პროვინციებიდან ორი კვირის განმავლობაში. დავალება სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ უშიშროების საბჭოს 24 თებერვლის სხდომაზე.
XS
SM
MD
LG