Accessibility links

logo-print

დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეეფარდა


საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, "ტელეიმედის" საქმეში თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულ დავით კეზერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 000 ლარიანი გირაო ან აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეფარდებოდა. დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ”იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს და ამით ხელი ეშლება მართლმსაჯულების განხორცილებას, სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დავით კეზერაშვილს შეეფარდა პატიმრობა”,-განმარტეს სასამართლოში. დავით კეზერაშვილი 2007-2009 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრად მუშაობდა.
XS
SM
MD
LG