Accessibility links

logo-print

ჯონ კერი სირიის ოპოზიციას მოუწოდებს უარი თქვას მოლაპარაკების ბოიკოტირებაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოუწოდებს სირიის ოპოზიციას, რათა შეწყვიტოს საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან სამშვიდობო მოლაპარაკების ბოიკოტირება, რომელიც კვირის ბოლოს, რომში უნდა გაიმართოს. ორშაბათს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან ერთობლივ გამართულ პრესკონფერენციაზე კერიმ განაცხადა, რომ სირიის მეგობართა ჯგუფი 28 თებერვალს არა მხოლოდ უბრალოდ სასაუბროდ, არამედ „შემდგომი ნაბიჯის გადადგმისაკენ მიმართული გადაწყვეტილების მიღებისათვის“ იკრიბება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საზღვარგარეთის პირველ ტურნე დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო.
XS
SM
MD
LG