Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში არჩევნების წინასწარი შედეგებით, ბერლუსკონის ბლოკს ძლიერი პოზიცია აქვს


იტალიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტის ქვედა პალატაში მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია, რომელსაც პიერ-ლუიჯი ბერსანი ხელმძღვანელობს, ხმების 5,5%-ით უსწრებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის კონსერვატიულ ბლოკს. ამასთან, ასევე წინასწარი შედეგებით, ბერლუსკონის კოალიციას 2%-ანი უპირატესობა აქვს ზედა პალატაში. იტალიის პარლამენტის ზედა პალატა რეგიონების მიხედვით დაკომპლექტდება, რაც ნიშნავს, რომ მისი შემადგენლობა დამოკიდებულია კანდიდატების გამარჯვებაზე ცალკეულ რეგიონში და არა მთელი იტალიის მასშტაბით. საფინანსო ბირჟები ინტერესით მოელიან, ეყოლება თუ არა იტალიას სტაბილური მთავრობა, რომელიც შეძლებს რეცესიის დაძლევას და ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარების ხელშეწყობას.
XS
SM
MD
LG