Accessibility links

logo-print

სომხეთში ოპოზიცია საპროტესტო აქციისათვის ემზადება


სომხეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი რაფი ჰოვანისიანი უარყოფს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, სერჟ სარქსიანი. ამ განცხადების შემდეგ ჰოვანისიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავის მომხრეებთან ერთად აპირებს კვირის მიწურულს ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარებას. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, სარქსიანს ერგო ხმების 58,6%, ხოლო ჰოვანისიანმა, რომელიც ოპოზიციურ პარტია „მემკვიდრეობის“ ლიდერია, თითქმის 37% პროცენტი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG