Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია აპირებს რომის შეხვედრაში მონაწილეობას


სირიელ ოპოზიციონერთა ჯგუფების გაერთიანება „სირიის ეროვნული კოალიცია“ აპირებს მონაწილეობას კონფერენციაში, რომელსაც სირიაში შექმნილ ვითარებაზე მოსალაპარაკებლად ამ კვირაში გამართავენ უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლები. რომის შეხვედრაში მონაწილეობაზე განცხადება გააკეთა „სირიის ეროვნული კოალიციის“ ხელმძღვანელმა, აჰმედ მოაზ ალ-ხათიბმა. მანამდე ეს კოალიცია ამბობდა, როც ბოიკოტს გამოუცხადებდა რომის შეხვედრას, სირიაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ თავდასხმების გასაპროტესტებლად. ხათიბმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერები ჩავლენ რომში „სირიის მეგობართა ჯგუფის“ კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის და ბრიტანეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ მიმართავენ კონკრეტულ ზომებს სირიელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად. ორშაბათს, უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოუწოდა სირიელ ოპოზიციონერებს, ნუ გამოუცხადებენ ბოიკოტს რომში ხუთშაბათისათვის დაგეგმილ კონფერენციას.
XS
SM
MD
LG