Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა მოლაპარაკებას სთავაზობს მეამბოხეებს


სირიის მთავრობა მოლაპარაკებას სთავაზობს შეიარაღებულ მეამბოხეებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასამხობად იბრძვიან. დამასკის წინადადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მოალემმა წარმოადგინა მოსკოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. მაგრამ ეს წინადადება უკვე უარყო სირიელი მეამბოხეების სამხედრო საბჭოს წევრმა, მუსტაფა აბდელ-კარიმმა. იუწყებიან ასევე, რომ ოპოზიციური ჯგუფების გაერთიანება, „სირიის ეროვნული კოალიცია“ აღარ აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს რომში მიმდინარე კვირისათვის დაგეგმილ კონფერენციას, რომლის მონაწილეებიც სირიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. თვით სირიიდან კი იუწყებიან, მაგალითად, დამასკში აფეთქებების და სროლის შესახებ. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო და არის მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG