Accessibility links

logo-print

სირიაში ათობით ადამიანი დაიღუპა პოლიციის აკადემიასთან შეტაკების შედეგად


სირიიდან იუწყებიან, რომ ჩრდილოეთში მდებარე ალეპოს პროვინციაში ათობით მეამბოხე და მთავრობის ჯარისკაცი დაიღუპა პოლიციის აკადემიასთან შეტაკების შედეგად. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, დაღუპულია, სულ ცოტა, 26 მეამბოხე და 40 ჯარისკაცი. მეამბოხეები ამბობენ, რომ მთავრობის ჯარებმა პოლიციის აკადემია აქციეს სამხედრო ბაზად ოპოზიციის მიერ დაპყრობილი რაიონების დასაბომბად. „ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება ასევე, რომ გასულ კვირაში 140-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვი და ქალი დაიღუპა ქალაქ ალეპოში და მის მახლობლად მთავრობის სარაკეტო იერიშების შედეგად. გაეროს მონაცემებით, უკვე 70 000-ს აღემატება სირიაში 2011 წლის მარტში ამბოხების დაწყების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი.
XS
SM
MD
LG