Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისადმი მიმართვაში ბოლშევიკური ენით საუბრობს


საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისადმი მიმართვაში ბოლშევიკური ენით ლაპარაკობს და ხალხის მტრებს ეძებს. "ეს არის ტიპური ბოლშევიკური ენა ადამიანისა, რომელსაც ბოლშევიზმისგან განასხვავებს ერთი რამ, რომ მისთვის დასაშვებია სააქციო საზოგაოდება, კერძო საკუთრება და მილიარდერობა” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა. მისივე შეფასებით, საუბარი არარსებულ დიქტატურაზე და ყველაფრის ცუდის ნაციონალური მოძრაობისთვის დაბრალება გამიზნული ქმედებაა იმისთვის, რომ გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწყონ.
XS
SM
MD
LG