Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ათაში ირანსა და "ექვსეულს" შორის მოლაპარაკებები დღეს განახლდა


ალმა-ათაში ირანსა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო. მოლაპარაკებების ამ რაუნდის მიმართ დაბალი მოლოდინის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, სამშაბათს იყო მიღწეული გარკვეული პროგრესი და ოთხშაბათის შეხვედრის მონაწილეებს შეეძლებათ ამ პროგრესზე დაყრდნობა. ირანთან მოლაპარაკებები მიჰყავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმმართველს კეთრინ ეშტონს, რომელიც პროცესში ექვსეულის (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია). ალმა-ათაში შეხვედრამდე ბოლო მოლაპარაკებები ირანსა და "ექვსეულს" შორის რვა თვის წინ გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა.
XS
SM
MD
LG