Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენედიქტე XVI-მ ვატიკანში ბოლო აუდიენციაზე მიმართა ათასობით მორწმუნეს


რომის პაპმა, ბენედიქტე XVI-მ დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს უთხრა, რომ აცნობიერებს გადაგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების „სიმძიმეს“. 85 წლის ბენედიქტემ თავის ბოლო, საჯარო აუდიენციაზე აღნიშნა ასევე, რომ მიდის არა საკუთარი თავის, არამედ რომის კათოლიკური ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით: „ამ, განვლილ თვეებში ვგრძნობდი, რომ ძალა მელევა და ღმერთს შევევედრე ჩემს ლოცვებში, შთავეგონებინე და თავისი სინათლით მოეცა ძალა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად - არა ჩემს სასიკეთოდ, არამედ ეკლესიის სასიკეთოდ“. პაპი ხვალ გადადგება ოფიციალურად, რაც თითქმის 600 წელია, არ მომხდარა კათოლიკურ ეკლესიაში. მოსალოდნელია, რომ კარდინალები აღდგომის დღესასწაულამდე, ანუ მომავალი თვის მიწურულამდე აირჩევენ ახალ პაპს.
XS
SM
MD
LG