Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებების გამო შესაძლოა, „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტები საქართველოდან გაიწვიონ


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო შესაძლოა, საქართველოდან გაიწვიონ რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტები, რომლებიც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის და მინერალური წყლის დასაბრუნებლად მეორე დღეა ახორციელებენ მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას. ”თუ არ შეწყდება რუსი სპეციალისტების შეურაცხყოფა და ნორმალური მუშაობისთვის ხელის შემშლელი ქმედებები, მათი ვადამდე დაბრუნების საკითხი კვლავ ღიაა” - განუცხადა დღეს სააგენტო ინტერფაქსს როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ რუს ექსპერტებს, რომელთა ვიზიტმა გოგოლის ”რევიზორი” გაახსენა, ქართველი ჩინოვნიკები "უკანა თათებზე დამდგარი" დახვდნენ და დასძინა, რომ თუ რუს ჩინოვნიკს ჯიბეში ორ კაპიკს ჩაუდებ, ბედნიერი წავა.
XS
SM
MD
LG