Accessibility links

logo-print

რუსეთის "სბერბანკი" კატეგორიულად უარყოფს, რომ ქართული "ლიბერთი ბანკი" შეიძინა


რუსეთის "სბერბანკი" კატეგორიულად უარყოფს, რომ ქართული "ლიბერთი ბანკი" შეიძინა. სააგენტო ინტერპრესნიუსის წერილობით შეკითხვას "სბერბანკის" პრესსამსახურმა დღეს უპასუხა, რომ მოლაპარაკებასაც კი არ აწარმოებს "ლიბერთი ბანკის" შესაძენად და არ გააჩნია საქართველოში ბანკების შეძენის გეგმა. ამავე სააგენტოს დღეს რუსეთის "ალფა ბანკში" განუმარტეს, რომ საქართველოში რომელიმე ბანკს არ ყიდულობს და ამ საკითხს არც განიხილავს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციით,”ლიბერთი ბანკი” ”სბერბანკმა” რამდენიმე დღის წინ შეიძინა, კიდევ ერთი რუსული "ალფა ბანკი" კი ქართულ "თიბისი" ბანკს ყიდულობს. ეს ინფორმაცია გასულ საღამოსვე უარყვეს როგორც ”ლიბერთი ბანკის,” ასევე "თიბისი" ბანკის ხელმძღვანელებმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი დღეს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განმარტა, რომ ”არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებაზე.”
XS
SM
MD
LG