Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის ბანკების შესახებ


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში გამგზავრებამდე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაცია, რომელიც ბანკებზე ჰქონდა, საბედნიეროდ, არ დადასტურდა და წუხს, თუკი რამე არასწორად თქვა. თუმცა, პრეზიდენტის მტკიცებით, ნამდვილად იცის, რომ რუსეთის ბანკებს აქვთ ქართული ბანკების შეძენის ინტერესი და იცის, რომ მის მიერ დასახელებული ერთ-ერთი ბანკი აწარმოებს შერწყმის მოლაპარკებას ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ბანკთან. ”თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ჩემდაუნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის პრობლემა შემექმნა", - განცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, სურს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს და ყურადღებით დააკვირდება, რომ ”ჩვენი ქონება ნამდვილად არ ჩავარდეს ერთი სახემწიფოს ხელში, რომელსაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს."
XS
SM
MD
LG