Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: საბანკო სექტორის მიმართულებით ერთი სიტყვა ათად აღიქმება


საბანკო სექტორის მიმართულებით ერთი სიტყვა ათად აღიქმება და მეტი სიფრთხილეა საჭირო, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2005 წელს რუსულმა "ვითიბი ბანკმა" შეიძინა "გაერთიანებული ქართული ბანკი," რომელიც იმ პერიოდში ქვეყნის საბანკო სისტემის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენდა. "ამიტომ, სხვისი დადანაშაულება იმაში, რომ რუსული კომპანია შემოდის, არასწორია, რადგან რუსეთის პოლიტიკა 2008 წლამდე და 2008 წლის შემდეგ არა მგონია, დიდად განსხვავებული იყოს და თუ ვინმე განსხვავებას ხედავდა, სწორედ ეს არის დიდი შეცდომა და პრობლემა” - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხება საქართველოთი ზოგადად რუსული ბიზნესის დაინტერესების პერსპექტივას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს რაიმე კომპრომისს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით და ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებასაც „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტების შესახებ. ”თავმოყვარეობის დეფიციტს არავინ უჩივის და არავინ არავის ღვინოს ხელების კანკალით არ უსხამდა” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საუბარია იმაზე, რომ ქართველმა მეღვინემ ღვინო უნდა გაყიდოს და ყველაზე მარტივი საშუალება რომ რუსეთია, ამაზე არავინ დავობს.
XS
SM
MD
LG