Accessibility links

logo-print

პაკისტანი და ირანი ხელს აწერენ კონტრაქტს გაზსადენის მშენებლობაზე


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ეწვია თეირანს, სადაც ხელს მოაწერს კონტრაქტს 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მილსადენის გაყვანის შესახებ. ამ მილსადენით მოხდება პაკისტანში ირანის გაზის იმპორტი. ზარდარი და ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ ალმადინეჟადი ხელს მოაწერენ აგრეთვე კონტრაქტს პაკისტანის საპორტო ქალაქ გუადარში ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ. ირანი პაკისტანს სთავაზობს ახალი გაზსადენით დღეში 21,5 მლნ კუბური მეტრი გაზის მიწოდებას და ნახევარ მილიარდამდე დოლარის კრედიტს, მილსადენის პაკისტანური მონაკვეთის გასაყვანად.
XS
SM
MD
LG