Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს


ოთხშაბათს ერთგულების ფიცი დადო შეერთებულ შტატების თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა. მისი კანდიდატურის დამტკიცებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა სენატში. ჰეიგელი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, სამშაბათს დაამტკიცეს თავდაცვის მინისტრად - მის კანდიდატურას მხოლოდ ოთხი რესპუბლიკელი მიემხრო. თანაპარტიელები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჰეიგელის მხარდაჭერას ისრაელის მიმართ და გამოთქვამენ შეფასებას, რომ ჰეიგელი კომპრომისისათვის ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს ირანთან ურთიერთობაში. ჰეიგელი ყოფილი სენატორია და ვიეტნამის ომის მონაწილე, რომელსაც არაერთი მედალი აქვს მინიჭებული. თავდაცვის მინისტრის პოსტზე მან შეცვალა ლიონ პანეტა, რომელიც გადადგა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის ხელმძღვანელობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG