Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: აშშ ეძებს გზებს სირიაში პოლიტიკური ტრანზიციის დასაჩქარებლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, შეერთებული შტატები და საფრანგეთი ეძებენ გზებს სირიაში პოლიტიკური ტრანზიციის დასაჩქარებლად. ამ შინაარსის განცხადება კერიმ გააკეთა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლორან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ. ფაბიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, კერიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხს განიხილავენ „სირიის მეგობართა“ ჯგუფის კონფერენციაზე, რომელიც ხუთშაბათს რომში გაიმართება. კონფერენციის მსვლელობაში ათობით ქვეყნის წარმომადგენლები მოელაპარაკებიან სირიელ ოპოზიციონერებს ამ ქვეყანაში ორი წლის წინ დაწყებული კონფლიქტისათვის ბოლოს მოღების გზებზე.
XS
SM
MD
LG