Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირვალიძემ „უპასუხისმგებლო“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს


საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრის, დავით კირვალიძის შეფასებით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო , რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა, - ამის შესახებ დავით კირვალიძემ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის "რევიზორი". არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი "კაპიკი" და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში 26 თებერვალს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა 26 თებერვალს დაიწყეს საქართველოს ღვინის და მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება. ექვსწევრიანი დელეგაცია სამ ჯგუფადაა დაყოფილი, ნაწილი თბილისსა და მის გარშემო მდებარე ღვინის საწარმოებს ათვალიერებს, ნაწილი კი მინერალური წყლის კომპანიებს.
XS
SM
MD
LG