Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა აზერბაიჯანთან თანამშრომლობას უალტერნატივო უწოდა


"ბაქო არა მხოლოდ ერთ-ერთი რეგიონული ცენტრია, არამედ ერთ-ერთია მსოფლიოს შესანიშნავ და საინტერესო ქალაქებს შორის", - აღნიშნა სააკაშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე. საქართველოს პრეზიდენტმა სასიხარულო უწოდა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.“ ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას და ვერ შეძლებს, არ გააგრძელოს კურსი, რომელიც დაწყებული იყო. ეს კურსი დამოუკიდებელია იმისგან, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს არის ორი ერის კურსი, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, განვითარების სხვა ვარიანტი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გარდა უბრალო მოქალაქეების, ბიზნესის, მთავრობების, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს.
XS
SM
MD
LG