Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პიანისტი ვან კლიბერნი


ოთხშაბათს ტეხასში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პიანისტი ვან კლიბერნი. 78 წლის მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი კიბოს დაავადება გახდა. ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში, 1958 წელს კლიბერნი ჩაიკოვსკის პირველი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ეს მოხდა ექვსი თვის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა პირველი თანამგზავრი „სპუტნიკი“, რამაც აშშ-ში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შესაბამისად, მოსკოვიდან დაბრუნებულ კლიბერნს, როგორც გმირს ნიუ იორკის ქუჩებში ნამდვილი სადღესასწაულო დახვედრა მოუწყვეს. 1958 წელს კლიბერნმა რუს კირილ კონდრაშინის დირიჟორობით ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი პლატინის ფირფიტაზე ჩაწერა, რისთვისაც ამ ალბომს „გრემის“ პრემია მიენიჭა.
XS
SM
MD
LG