Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნის საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნის მომხრეა, საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, იანა ხუციშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ხელმოწერების შეგროვების კამპანია რამდენიმე დღეში მთელ საქართველოს მოიცავს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლიდან გამომდინარეობს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა უფრო ლოგიკურია.
XS
SM
MD
LG