Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოვა არუთინიანის საქმე არ გადაიხედება


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტში ბრალდებული ვოვა არუთინიანის საქმე არ გადაიხედება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მსჯავრდებულის დედამ ანჟელა არუთინიანმა. მისი თქმით, საქმის გადახედვის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრს 4 იანვარს მიმართა, 4 თებერვალს კი მიიღო პასუხი, რომ განაჩენი კანონიერ ძალაშია და მისი გაუქმებისთვის დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ახლად გამოვლენილი არცერთი გარემოება. ანჟელა არუთიანიანი მიიჩნევს, რომ მისი ვაჟი უდანაშაულოა და პოლიტპატიმრის სტატუსით უნდა გათავისუფლდეს. ვოვა არუთუნიანის დედა აცხადებს, რომ კვლავ მიმართავს შესაბამის უწყებებს და ახალი გარემოებების სახით დაურთავს საგაზეთო სტატიებს, რომლებშიც პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე წერს, რომ ე.წ. ლიმონკის სროლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. 2006 წელს, საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წინაააღმდეგ ტერაქტის განხორციელების ბრალდებით ვოვა არუთინიანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
XS
SM
MD
LG