Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში ხვდება რუს კოლეგას


მოსკოვში იმართება საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ფრანსუა ოლანდისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. შეხვედრის დაწყებამდე ოლანდმა რადიო „ეხო მოსკვისთან“ საუბარში განაცხადა, რომ პუტინს სთხოვს დახმარებას ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარების გაყვანაში და აღჭურვილობის გატანაში. ოლანდის თქმით, პრეზიდენტები იმსჯელებენ სირიაში კონფლიქტის საკითხზეც. კრემლის პერსსამსახური კი ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, დღის წესრიგში დგას ასევე ევროკავშირთან რუსეთის თანამშრომლობა და ბრძოლა ნარკოტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG