Accessibility links

logo-print

ბენედიქტე XVI „უპირობო მორჩილებას“ აღუთქვამს მომავალ პაპს


პაპმა ბენედიქტე XVI-მ დღეს „უპირობო მორჩილება“ აღუთქვა მომავალ პაპს. ბენედიქტემ ვატიკანში კარდინალებთან ბოლო შეხვედრაზე მათ მოუწოდა ერთობლივი ძალისხმევისაკენ, რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად. პაპი დღეს გადადგება, რაც თითქმის 600 წელია, არ მომხდარა კათოლიკურ ეკლესიაში. 85 წლის ბენედიქტეს მმართველობის ვადა, თბილისის დროით, 23 საათზე ამოიწურება, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით ჩავა პაპის საზაფხული რეზიდენციაში, რომთან მდებარე კასტელ განდოლფოში. ახალი პაპის არჩევის შემდეგ ბენედიქტე ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში დაიდებს ბინას. მისი წოდება იქნება „ემერიტუსი პაპი“. მოსალოდნელია, რომ კარდინალები აღდგომის დღესასწაულამდე, ანუ მომავალი თვის მიწურულამდე აირჩევენ ახალ პაპს.
XS
SM
MD
LG