Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ ჩხეიძემ დატოვა სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა


ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სააგენტო ინტერფაქსს თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ შესაბამისი განცხადებით თემურ ჩხეიძემ უკვე მიმართა რუსეთის კულტურის მინისტრს და გადაწყვეტილების მიზეზებზე სასაუბროდ უახლოეს ხანში შეხვდება თეატრის დასს. თემურ ჩხეიძე 2004 წელს დაინიშნა სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორად, 2007 წელს კი სამხატვრო ხელმძღვანელად.
XS
SM
MD
LG