Accessibility links

logo-print

დღეიდან ამოქმედდა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სადაზღვევო პროგრამა


დღეიდან საქართველოს ორ მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სადაზღვევო პროგრამით, რომელიც განკუთვნილია 6-დან 60 წლამდე ასაკის ყველა, დღემდე დაუზღვეველი პირისთვის. ”ადამიანებს, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობით არანაირი დაზღვევა არ ჰქონდათ, შეუძლიათ, შეუზღუდავად ისარგებლონ ოჯახის ექიმთან ვიზიტით და ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო 15 ათას ლარამდე მომსახურებით", - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, 1 ივლისიდან უფასო პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმური სერვისების დაფინანსება დაემატება.
XS
SM
MD
LG