Accessibility links

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს კვლავ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. ”იმ იაფფასიანი მანიპულაციების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო მითითებით ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გაადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ”პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხიდან მათ შეუძლიათ წაიყვანონ დაჯავშნილი მანქანები.” სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობითვე, დაცვის თანამშრომლებმა უკვე დაწერეს პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ. ”ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მათ თითქოს არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები, უსამართლოა, რადგან ისინი პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდნენ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ.
XS
SM
MD
LG