Accessibility links

logo-print

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის მერის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება


მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბრალდების არცერთი შუამდგომლობა თბილისის მერის მიმართ აღკვეთის ზომის გამოყენების შესახებ. პროკურატურა ითხოვდა გიგი უგულავასთვის მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და მისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას. უგულავას ბრალად ედება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.
XS
SM
MD
LG