Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებზე


ბანგლადეშში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მოჰყვა ისლამისტების ლიდერისთვის სიკვდილის მისჯას. სამხედრო ტრიბუნალმა დღეს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი დელვარ ჰოსაინ საიდის, რომელიც დამნაშავედ სცნო 1971 წელს, პაკისტანისაგან დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში. 73 წლის საიდი არის ოპოზიციურ პარტია „ჯამაათ-ე ისლამის“ ვიცე-პრეზიდენტი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის მონაწილეობდა მკვლელობებში, გაუპატიურებებში და ინდუისტების იძულებით ისლამიზაციაში. ბანგლადეშის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს, სულ ცოტა, 15 ადამიანი შეიწირა „ჯამაათ-ე ისლამის“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ, რომელიც ათამდე ქალაქში მოჰყვა ტრიბუნალის ვერდიქტის გამოცხადებას. ბანგლადეშში 2010 წელს შეიქმნა სამხედრო ტრიბუნალი. მას ევალება, გამოიძიოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც, მთავრობის განცხადებით, სამ მილიონამდე ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG