Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მომჩილო პერიშიჩისათვის გამოტანილი ვერდიქტი


გაეროს სამხედრო დანაშაულთა სასამართლომ გააუქმა იუგოსლავიის არმიის ყოფილი სარდლის, მომჩილო პერიშიჩისათვის გამოტანილი ვერდიქტი. ჰააგაში განთავსებულმა, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის სააპელაციო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება პატიმრობიდან პერიშიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. 2011 წელს ტრიბუნალმა 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა პერიშიჩს. ის დამნაშავედ სცნეს ბოსნიასა და ხორვატიაში 1990-ანი წლების ომების დროს სამოქალაქო პირების მკვლელობაში, დევნასა და მათზე თავდასხმებში. პერიშიჩი 1993 წლის აგვისტოდან 1998 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა იუგოსლავიის არმიის გენერალურ შტაბს. ის იუგოსლავიის არმიის ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერია, რომელიც გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარდგა.
XS
SM
MD
LG