Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი კვლავ უარს ამბობს დაცვის სამსახურზე


საქართველოს პრეზიდენტი აეროპორტში მისთვის დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმულ საცირკო წარმოდგენას" უწოდა და მთავრობას ურჩია, დაცვის სამსახურის ავტომანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფული გაჭირვებულ მოქალაქეებს მოახმაროს. „ღმერთო დამიცავი ასეთი დაცვისგან და მტრებისგან თავს თვითონ დავიცავ. ეს დაცვის მეტი ყველაფერია. დაუნიშნეს მეთვალყურეობა პრეზიდენტს, რომ იცოდნენ სად გადავადგილდები, რას ვლაპარაკობ, ვის ვხვდები. ამას ტელევიზიითაც ვეტყვი. მე ვარ ჩემი მანქანით, სხვა ყველაფერი არის იძულებითი, ძალდატანებითი და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობას", - განუცხადა პრეზიდენტთან ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში, აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ და რეზიდენციაში ელექტრომობილით გაემგზავრა. პრეზიდენტის ამ ნაბიჯს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მორიგი განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განახორციელებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს პრეზიდენტის უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG