Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ბენედიქტე XVI კასტელ განდოლფოში ჩავიდა


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ, რომელიც ვატიკანიდან დღეს საზაფხულო რეზიდენცია, კასტელ განდოლფოში ჩავიდა, იქ შეკრებილ მლოცველებს გამოსათხოვარი საჯარო სიტყვით მიმართა. „დღევანდელი დღე განსხვავებულია წინა დღეებისგან. მე საღამოს 8 საათამდე ვიქნები კათოლიკური ეკლესიის პონტიფიკი. შემდეგ კი მე ვიქნები ურალო პილიგრიმი, რომლისთვისაც ამქვეყნად მისი პილიგრიმობის ბოლო პერიოდი დაიწყება“. კასტელ გონდოლფოში ჩასვლამდე, პაპმა ბენედიქტე XVI-მ დღეს „უპირობო მორჩილება“ აღუთქვა მომავალ პაპს. ბენედიქტემ ვატიკანში კარდინალებთან ბოლო შეხვედრაზე მათ მოუწოდა ერთობლივი ძალისხმევისაკენ, რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად. პაპი დღეს გადადგა, რაც თითქმის 600 წელია, არ მომხდარა კათოლიკურ ეკლესიაში. ახალი პაპის არჩევის შემდეგ ბენედიქტე ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში დაიდებს ბინას. მისი წოდება იქნება „ემერიტუსი პაპი“. მოსალოდნელია, რომ კარდინალები აღდგომის დღესასწაულამდე, ანუ მომავალი თვის მიწურულამდე აირჩევენ ახალ პაპს.
XS
SM
MD
LG