Accessibility links

logo-print

აშშ-ის სამხედრო სასამართლომ ბრედლი მენინგის განცხადება დააკმაყოფილა


აშშ-ის სამხედრო სასამართლომ დააკმაყოფილა ”ვიკილიკსის” საქმეში ბრალდებული ამერიკელი სამხედროს ბრედლი მენინგის განცხადება 10 დანაშაულის აღიარების შესახებ. ბრედლი მენინგმა ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გაგზავნა ”ვიკილიკსის” ვებ-საიტზე. ხუთშაბათს მენინგმა ბრალი აღიარა 10 ნაკლებად მძიმე დანაშაულში. თუმცა, ამ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მას მძიმე სასჯელი - 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მენინგმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა 12 სერიოზულ დანაშაულში, მათ შორის - მტრისთვის დახმარების გაწევაში, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აპირებს მენინგის მიერ უღიარებელი 12 ბრალდებების დამტკიცებას სასამართლო პროცესზე, რომელიც ივნისში გაიმართება. სასამართლომ მენინგს ნება დართო წაეკითხა 35 გვერდიანი განცხადება, რომელშიც მან ახსნა, თუ რა იყო ”ვიკილიკსისთვის” მასალების გადაცემის მოტივი. მენინგმა განაცხადა, რომ მისი რწმენით, აღნიშნული ინფორმაცია ”საჯარო უნდა გამხდარიყო”.
XS
SM
MD
LG