Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა ”რთული და მძიმეა”


ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხუთშაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი უგო ჩავესი ”იბრძვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის”, თუმცა, დეტალებზე არაფერი უთქვამს. ჩავესი ვენესუელაში გასულ თვეში დაბრუნდა კუბაში კიბოს მკურნალობის ორთვიანი კურსის შემდეგ. ვენესუელის ხელისუფლების წარმომადგენლებს არასდროს დაუზუსტებიათ რისი კიბო აქვს ჩავესს, ან რატომ იყო აუცილებელი მისი კუბაში გამგზავრება. უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტის პოსტზე მეორე - ექვსწლიანი ვადით გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს. მან იანვარში დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიალზე ვერ შეძლო კუბიდან დაბრუნება.
XS
SM
MD
LG