Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი ექიმები საჭიროდ თვლიან ტიმოშენკოს საავადმყოფოში დატოვებას


უკრაინელი ექიმების შეფასების მიუხედავად, გერმანელი ექიმები, რომლებმაც გასინჯეს იულია ტიმოშენკო, თვლიან, რომ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საავადმყოფოში უნდა გააგრძელოს მკურნალობა. უკრაინელი ექიმები არ თვლიან საჭიროდ ტიმოშენკოს ჰოსპიტალიზაციის გაგრძელებას. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხერხემალი აწუხებს, რის გამოც 2012 წლის მაისიდან საავადმყოფოში იმყოფება. ოპოზიციის 52 წლის ლიდერს ბრალი ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში 2009 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტზე ხელშეკრულების გაფორმებისას. ტიმოშენკოს 7 წლით თვისუფლების აღკვეთა 2011 წლის ოქტომბერში მიესაჯა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებას და პრეზიდენტ ვიკტორ იანუკოვიჩს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს. იულია ტიმოშენკო კიევის სასამართლოში 4 მარტს უნდა წარდგეს. მას ბრალს წაუყენებენ გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.
XS
SM
MD
LG