Accessibility links

logo-print

სირიის დედაქალაქ დამასკის გარეუბანში აღმოაჩინეს ათი მამაკაცის გვამები


სირიის დედაქალაქ დამასკის გარეუბანში აღმოაჩინეს ათი მამაკაცის გვამები. მათი უმრავლესობა თავში გასროლით არის მოკლული. ამის შესახებ განაცხადა სირიის ადამიანის უფლებების ცენტრმა ლონდონში. სირიის ხელისუფლებამ გააკრიტიკა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადება სირიის ოპოზიციისთვის არასამხედრო დახმარების აღმოჩენის დაწყების თაობაზე. სირიის სამთავრობო გამოცემის თანახმად, ეს ქვეყანაში სისხლისღვრის მასშტაბის ზრდასა და ტერორიზმის გაძლიერებას გამოიწვევს. კერიმ რომში, „სირიის მეგობართა“ ჯგუფის შეხვედრაზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სირიელ მეამბოხეებს დაეხმარება სურსათითა და მედიკამენტებით, ასევე სირიის ოპოზიციას 60 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს.
XS
SM
MD
LG