Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივი აირის საფასური 5 თეთრით შემცირდა


საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა. მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ გაზის 10%-ით შემცირებული ტარიფით საქართველოს მოსახლეობა დღეიდან ისარგებლებს. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და კორპორაცია სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის.
XS
SM
MD
LG