Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ბიუჯეტი 85 მილიარდი დოლარით შეიკვეცება


ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუჯეტი 85 მილიარდი დოლარით შეიკვეცება, თუმცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკანასკნელ მომენტამდე იცდის შესაბამისი ბრძანების გაცემამდე. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცა, ანუ სეკვესტრირება, თითქმის გარდაუვალია მას მერე, რაც თეთრმა სახლმა და კონგრესის რესპუბლიკურმა უმრავლესობამ ვერ შეძლეს შეთანხმება 11,7 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალის თაობაზე. ბიუჯეტის შემცირება გათვალისწინებულია კანონით, რომელიც ორი წლის წინ იქნა მიღებული და რომელიც მიზნად ისახავს, აიძულოს დემოკრატები და რესპუბლიკელები, რომ კომპრომისი გამონახონ. 1 მარტიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში სეკვესტრის შედეგად ადგილობრივ სააგენტოებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 5 პროცენტით, პენტაგონს კი 8 პროცენტით შეუმცირდებათ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეიმს კარნიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონის დროით 23:59 და 59 წამამდე დაიცდის, სანამ სეკვესტრის შესახებ ბრძანებას მოაწერდეს ხელს.
XS
SM
MD
LG