Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრაღაში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები „პროდუქტიული და ნაყოფიერი“ იქნება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი „პროდუქტიული და ნაყოფიერი“ იქნება. მოლაპარაკებებში, რომელიც პრაღაში იმართება, მონაწილეობენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დეკემბერში გაიმართა ჟენევაში. თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა. პრაღის შეხვედრის წინ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე არ იქნება განხილული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები.
XS
SM
MD
LG