Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კონტროლი მოითხოვა ავღანეთის ყველა შეიარაღებულ ჯგუფზე


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კონტროლი მოითხოვა ავღანეთის ყველა შეიარაღებულ ჯგუფზე, რომელიც საერთაშორისო ძალებთან არის დაკავშირებული. უკანასკნელ ხანებში ამ შეიარაღებული ჯგუფების მიმართ კრიტიკა გახშირდა. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში კარზაიმ ბრძანება გასცა გამოვლენილ იქნენ ჯგუფები, რომლებიც თანამშრომლობენ შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში მყოფ საერთაშორისო ძალებთან და არ ექვემდებარებიან ავღანეთის მთავრობის კონტროლს. მან საერთაშორისო კოალიციას სამი თვე მისცა საიმისოდ, რომ ეს ჯგუფები ქაბულის კონტროლს გადაეცეს. პრეზიდენტის წარმომადგენელმა აიმალ ფაიზიმ განაცხადა, რომ ბრძანება არ ეხება ავღანეთის ადგილობრივ პოლიციას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის დაქვემდებარებაში იმყოფება. ფაიზის თქმით, კარზაი გულისხმობს „პარალელურ სტრუქტურებს, რომლებიც შეერთებული შტატების სპეციალურმა შენაერთებმა, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და სხვა სამხედრო შტოებმა შექმნეს. ეს შენაერთები ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ძალებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ავღანელები ამ შენაერთებს ბრალს სდებენ წამებაში, უკანონო დაკავებასა და სხვა სახის დარღვევებში.
XS
SM
MD
LG