Accessibility links

logo-print

აშშ აკრიტიკებს თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას სიონიზმზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კრიტიკით გამოეხმაურა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ სიონიზმისთვის "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის" წოდებას. ოთხშაბათს ვენაში, გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას ეროდოანმა თქვა, რომ ისლამოფობია ისევე უნდა ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად, როგორც სიონიზმი, ანტისემიტიზმი და ფაშიზმი. პარასკევს ანკარაში, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმეთ დავუთოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი „არა მარტო არ ეთანხმება ამ შეფასებას, არამედ მას მიუღებლად მიიჩნევს“. კერიმ ისაუბრა აუცილებლობაზე, მხარდაჭერა გამოითქვას შემწყნარებლობის მიმართ, რაც ეხება ყველა ლიდერის ყველა საჯარო განცხადებას. კერიმ აღნიშნა ასევე, რომ ეს საკითხი წამოჭრა დავუთოღლუსთან საუბარში და იგივეს გააკეთებს პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრაზეც. ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ერდოანის გამოსვლას „სიბნელე და სიცრუე“ უწოდა. თურქეთი ისრაელის ერთადერთი მოკავშირე იყო მუსულმანურ სახელმწიფოებში, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში.
XS
SM
MD
LG