Accessibility links

logo-print

სააკაშვილი და ივანიშვილი მზად არიან, ორშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს


საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პარასკევს გააკეთეს განცხადებები, რომელთა თანახმადაც, ისინი მზად არიან, ორშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან, საქართველოს პრეხზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან პარასკევს არანაირი შეხვედრა "დათქმული" არ ყოფილა. "დღეს დილით ტელევიზიით გავიგე, რომ თურმე შეხვედრა ჩაიშალა და ის ჩავშალეთ ჩვენ (...) არანაირი შეხვედრა დღეს დათქმული არ ყოფილა, მით უმეტეს არც ადგილი და არც საათი", - განაცხადა პარასკევს მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის პრემიერთან შესახვედრად მზად იქნება ორშაბათს, დილიდან და ფიქრობს, რომ შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, ოღონდ არა შეხვედრისთვის, არამედ იმისთვის, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ. ასევე პარასკევს გავრცელდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი თანახმაა ორშაბათს, დილის საათებში შეხვდეს საქართველოს პრეზიდეტს.
XS
SM
MD
LG