Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დემონსტრანტები ითხოვენ ბავშვების უცხოელებზე გაშვილების აკრძალვას


მოსკოვის ცენტრში კრემლის მომხრე აქტივისტების დემონსტრაცია იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ საერთოდ აკრძალოს ბავშვების უცხოელებზე გაშვილების პროცესი. პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 12,000-მდე პირი მონაწილეობს. ერთი დღით ადრე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთიდან აყვანილი ბიჭი, მაქს შატო - იგივე მაქსიმ კუზმინი - საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. მოძრაობა „რუსი დედების“ კოორდინატორის, ირინა ბერგსეტის განცხადებით, დემონსტრანტებს სურთ მაქსის ნახევარძმა, კრისტოფერი რუსეთში დაბრუნდეს. კრისტოფერი იმავე ოჯახს ჰყავს შვილად აყვანილი, რომელთან ერთადაც მაქსი ცხოვრობდა ტეხასის შტატში. შაბათსვე კრემლმა გამოხატა შეშფოთება აშშ-ის სამედიცინო დასკვნის თაობაზე, რომელიც ბავშვის სიკვდილს შემთხვევითობას მიაწერს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კომისარი, კონსტანტინ დოლგოვი აცხადებს, რომ, მისი აზრით, სამი წლის ბიჭუნას გვამის გაკვეთის დასკვნა სრული სახით არ არის წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG