Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბიუჯეტის შეკვეცას


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების 85 მილიარდი დოლარით შეკვეცას. ობამა ამგვარ შეკვეცას ეწინააღმდეგებოდა და დემოკრატებს და რესპუბლიკელებს კომპრომისის გამონახვისკენ მოუწოდებდა - თუმცა როცა ხელმოწერის ვადა, 1 მარტი მოახლოვდა და შეთანხმების მიღწევის ნიშნები არ ჩანდა, პრეზდიენტმა მოაწერა ხელი ბრძანებას. შეკვეცა - რომელსაც სეკვესტრირებას უწოდებენ - გამიზნული იყო უთანხმოების გადალახვისთვის ქვეყნის 11,7 ტრილიონი დოლარის მოცულობის ვალთან გამკლავების მიზნით. შეკვეცის შედეგად 1 მარტიდან 1 ოქტომბრამდე შიდა სააგენტოების 5 პროცენტი მოეჭრებათ, პენტაგონს - 8 პროცენტი.
XS
SM
MD
LG