Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა სექტემბერში რუსეთს ეწვევა


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სექტემბერში სანკტ-პეტერბურგში ჩავა და დიდი ოცეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თეთრი სახლი ამ განცხადებით პარასკევს გამოვიდა - მას შემდეგ, რაც დაადასტურა, რომ ობამა ივნისში ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩავა, დიდი რვიანის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პარასკევს უფრო ადრე, ამ განცხადების გავრცელებამდე, ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლი და კრემლი აცხადებენ, რომ ობამა და პუტინი ორივე სამიტის კულუარებში ერთმანეთთან გამართავენ შეხვედრას. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში რამდენიმე საკითხის ირგვლივ დაიძაბა - იქნება ეს უთანხმოება სირიის კონფლიქტის გადაჭრის გზებზე, თუ რუსეთის მიერ შემოღებული კანონი, რომელიც ამერიკელ ოჯახებზე ბავშვების გაშვილებას კრძალავს.
XS
SM
MD
LG