Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთი ოფიციალურად გახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი


ტაჯიკეთი ოფიციალურად გახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თორმეტიოდე წლის განმავლობაში წარმოებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ტაჯიკეთი ახლა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტაჯიკეთის მიღებაზე თანხმობა დეკემბერში განაცხადა და საამისოდ ოფიციალურ ბოლო ვადად 2013 წლის 2 მარტი დააწესა. ტაჯიკეთი ამ ორგანიზაციის 159-ე წევრია.
XS
SM
MD
LG