Accessibility links

logo-print

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი: ჩავესს ქიმიოთერაპია უტარდება


ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტის, უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა მას „დადებითი განწყობა“ აქვს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ეს განცხადებები პარასკევს გააკეთა - მას შემდეგ რაც ჩავესის სახელზე გამართულ საეკლესიო მსახურებას დაესწრო. ჩავესს მკურნალობა კარაკასის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში უტარდება, რომლის ეზოშიც ახალი ეკლესია ააგეს. მადურომ უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ჩავესი კვდება, ან შესაძლოა უკვე გარდაცვლილია და განაცხადა, „ვენესუელის სტაბილურობის წინააღმდეგ“ უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენო. ჩავესი კიბოს მკურნალობს და ამ მიზნით მან ორ თვემდე პერიოდი კუბაში გაატარა. ვენესუელაში ის გასულ თვეში დაბრუნდა. გასული წლის 11 დეკემბრის შემდეგ ჩავესი საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.
XS
SM
MD
LG