Accessibility links

logo-print

სააპელაციო სასამართლომ არ შეუჩერა უფლებამოსილება თბილისის მერს


თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი თბილისის მერისთვის, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თბილისის მერი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ამ საქმეებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 10 აპრილის 15.00 საათისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG